გამომძიებელმა განმარტა, რა დოკუმენტაცია ამოიღო პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან

ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია,- ამის შესახებ პროკურატურის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა "ინტერმედიას" შენობა.

გამომძიებლის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვებიც.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებით და ქონების თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან , მათ შორის შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციის და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია“,-აცხადებს გამომძიებელი ბექა კვიციანი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)