თბილისში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მიიმალა

1 აგვისტოს, თბილისში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდგომ კი მიმალვა სცადა,- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინა, რომ კაცმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, კონფლიქტი დროს მეუღლეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.

როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კაცი კი ცხელ კვალზე, რამდენიმე საათის შემდეგ ახმეტაში დააკავეს.

გამოძიება მეუღლის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp