მედია: ბინ ლადენის შვილი მოკლულია

“ალ-ქაიდას” დამფუძნებლის ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა ბინ ლადენი საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა,– ამის შესახებ უცხოური მედია დაზვერვის უწყების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

მომხდარის დეტალები უცნობია. ფაქტი ჯერ არც ტერორისტულ დაჯგუფებას დაუდასტურებია. დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ის ბოლო ორი წლის განმავლობაშია დაღუპული, თუმცა ზუსტი დრო და ადგილი უცნობია. აშშ-ის მედია მხოლოდ იმას წერს, რომ ჰამზა ბინ ლადენი დაიღუპა სამხედრო ოპერაციის დროს, რომელშიც აშშ-ის ძალებიც ფიგურირებდნენ.BBC-ის ცნობით, “ალ-კაიდას” 2011 წელს მოკლული ლიდერის შვილის ბოლო საჯარო მიმართვა 2018 წლის მარტით თარიღდება. მაშინ ის არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობას ამბოხისაკენ მოუწოდებდა.

ცნობისთვის: ჰამზა ბინ ლადენი “ალ-კაიდას” პოტენციურ ლიდერად მიიჩნეოდა. აშშ–ის მთავრობას ის ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp