ვისთან გეგმავს მოლაპარაკებებს ახალი ტელევიზიის თაობაზე გვარამია

"რუსთავის 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ახალი ტელევიზიის დასაფინანსებლად ყველასთან აპირებს დალაპარაკებას, „ვინც დიქტატურას ებრძვის“.

"ვმუშაობ ბევრი მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით [ბიზნესმენი] გაგრძელებული. სხვათა შორის, ზაზა ოქუაშვილს ველაპარაკე ნამდვილად და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას. ყველა ადამიანს დაველაპარაკები, ვინც ებრძვის საქართველოში დიქტატურას",- განაცხადა ნიკა გვარამიამ პარლამენტის შენობის წინ, სადაც ის გადაცემის „სირცხვილია“ სტუმარია.

ცნობისთვის: ახალი ტელევიზიის დაფუძნება გვარამიამ 26 ივლისს დააანონსა.

"გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია",– განაცხადა გვარამიამ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს