ბრიტანული ავიაგამანადგურებლები ბალტიისპირეთში რუსულ თვითმფრინავებს აედევნენ

ბრიტანული „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები ბალტიისპირეთის რეგიონში სამ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ. 

როგორც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრმა მარკ ლანკასტერმა განაცხადა, IL-22 და ორი SU-27 ბალტიისპირეთის სანაპიროს გასწვრივ კალინინგრადის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ NATO–ს საზღვრები და ჩვენი ყველა მოკავშრე ნებისიერი საფრთხისგან“, – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp