ლაფერაშვილმა "რუსთავი 2" დატოვა

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და არხიდან ნიკა გვარამიას დათხოვნის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ საკუთარი თავი ამოვწურე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და დღის გადაცემების უკვე ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა რითაც დაადასტურა, რომ არხი დატოვა.

იგი თავს ისევ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამოაზრედ თვლის:„მე და ნიკა გვარამია უკვე 7 წელია ერთად ვიბრძვით და იმედია, მომავალში ეს ბრძოლა ერთად გაგრძელდება.“

ყოფილი პროდიუსერი ადასტურებს, რომ მას თანამშრომლობა შესთავაზა „ფორმულა კრეატივმაც“ .

„ნამდვილად მქონდა შემოთავაზება [„ფორმულა კრეატივისგან“], ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება“, - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას უკვე აქვს მოპოვებული ფინანსების ნაწილი ახალი ტელევიზიის შესაქმნელად, რომელიც ეთერში შემოდგომაზე გავა. დღეს, პირველ აგვისტოს ახალი ტელევიზიის დაფუძნების შესახებ განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმაც. მან თავის ფეიბუქგვერზე დაწერა, რომ სამაუწყებლო არხის შექმნას "ფორმულა კრეატივთან ერთად" აპირებს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp