თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

2 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 დასახლების და ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მიქელაძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ახმეტელის, სამტრედიის, წყალტუბოს, აგლაძის და ბაღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ლაზოს, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, გმირ კურსანტთა და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ულიანოვის, ბარალეთის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჟღენტის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ერეკლე ტატიშვილის, თარხნიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, შოთა მილორავას და ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება."- აცხადებენ თელასში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp