თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქ. მე-3-ე შესახვევის N 88-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:

ჯანჯღავას ქუჩას, I,II,III შესახვევს და ჩიხებს, კაჭარავას ქ. N 48-დან N 68-ის ჩათვლით, N 57-დან N 71-ის ჩათვლით, გლდანულას დასახლებას (გლდანის ხევი).

წყლის მიწოდება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილსაც. კომპანია ახუთის ქ. N 7-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში: გუმათის, ახუთის, I,II ბოდავის, II ასპინძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp