აშშ: "სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 ათასამდე მებრძოლი რჩება"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 15 ათასი მებრძოლი რჩება.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანები მდინარე ევფრატიდან სამხრეთით იმყოფებიან. ისინი ვერ მოქმედებენ ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც სიტუაცია გაცილებით უსაფრთხოა“, - განაცხადა  სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ.

მისივე თქმით, კიდევ 10 ათას ტერორისტი ამერიკელი სამხედროებისა და მათი ქურთი მოკავშირეების ციხეებში იმყოფება. ჯეფრის განცხადებით, მათგან 8 ათასი სირიისა და ერაყის მოქალაქეები არიან. ერაყის მოქალაქეებს ამერიკელი სამხედროები ბაღდადს გადასცემენ, სირიელების სასამართლო პროცესები კი მათ სამშობლოშივე გაიმართება.

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა ნეიტან სეილსმა კი განაცხადა, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 12 ათასი მებრძოლი დაბრუნდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა