სასულიერო პირს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ – დაკავებულია ორი პირი

სამტრედიაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა სასულიერო პირთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიაყენეს,– ამის შესახებ ერაყის მოქალაქის ქართველი მეუღლე ყვება.

მისი თქმით, უცნობი პირები აგრესიულნი იყვნენ და მიუხედავად ხალხმრავლობის, მათ არავინ დახმარებია. დაზარალებულებმა თავად მიმართეს პოლიციას. 

"ზებრაზე" გადავდიოდით, ჩვენი მიმართულებით მთელი სისწრაფით მოდიოდა ავტომობილი, რაზეც რეაქცია მქონდა, თუმცა სეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. უცებ წინკარი გაიღო, გადმოვიდა სპორტული აღნაგობის მამაკაცი და ყოველგვარი სიტყვის თქმის გარეშე ჩემს ქმარს თავი დაარტყა. მეუღლეს ცხვირიდან სისხლი წასკდა. ამ დრომ მანქანიდან მამაო გადმოვიდა. ის რომ დავინახე, გამიხარდა, მეთქი მორჩა, აქ აღარაფერი მოხდება, მაგრამ მამაომ ჩემი მეუღლე გააკავა ორივე ხელით, მისი თანმხლები პირი მამაკაცი კი ჩემს მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ",– ყვება ქეთი კამპამიძე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს - ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)