ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ახალი იარაღი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის განცხადებით, გამოცდილი იარაღი სავარაუდოდ, ახალი ტიპისაა და ახლო მანძილზე მოქმედებს. სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახურის განცხდებით, ამჯერად ფხენიანის მიერ გასროლილმა რაკეტამ 220 კილომეტრის მანძილი დაფარა.

სპეციალისტების შეფასებით, რაკეტა უჩვეულოდ სწრაფი იყო, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი ტიპის ბალისტიკურ იარაღს ცდის.

შეგახსენებთ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც ჩრდილოეთ კორეა აღმოსავლეთ სანაპიროებიდან რაკეტას უშვებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, ფხენიანის ბოლო ქმედებები. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გამოცდა ერთგვარი პროტესტია სამხრეთ კორეასა და აშშ-ის შორის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნის მიმართ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp