აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას ტოვებს

აშშ რუსეთთან გაფორმებულ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას ფორმალურად ტოვებს. 

შეთანხმება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა და იგი კრძალავს 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსში მოქმედ რაკეტებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ნატო-მ მოსკოვი შეთანხმების დარღვევაში დაანაშაულა, როდესაც რუსეთმა ახალი ტიპის რაკეტა განათავსა, თავად კრემლი ბრალდებას უარყოფს. თებერვალში დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ იგი დატოვებს ამ შეთანხმებას, ვინაიდან რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. შეთანხმებიდან გასვლის დღედ 2 აგვისტო დასახელდა.

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ამ შეთანხმებიდან გასვლით „ბირთვული ომის პაუზა დაიკარგა“.

„ეს გაზრდის და არ შეამცირებს ბალისტიკური იარაღის საფრთხეებს“,- აღნიშნა გუტიერეშმა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება იარაღის ახალ შეჯიბრს გამოიწვევს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ბარსელონას“ ფეხბურთელები საპროტესტო გამოსვლას შეუერთდნენ