ამიერიდან საუდელი ქალები დამოუკიდებლად იმოგზაურებენ

საუდელ ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს. შესაბამისი ნებართვა საუდის არაბეთის მეფემ გასცა,– იუწყება BBC.

აქამდე საუდელ ქალებს ქვეყნის დატოვებისთვის ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვა სჭირდებოდათ. მეფის გადაწყვეტილებით კი მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, აიღონ პასპორტი და გაემგზავრონ სასურველ ქვეყანაში. 

ცნობისთვის: უკანასკნელ გადაწყვეტილებამდე საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვისა და ფეხბურთის მატჩზე დასწრების უფლებაც მისცეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp