"პოზიტივი" ვოლსკისგან: რეალობა თუ საზოგადოებრივი განწყობის შექმნის მცდელობა

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ TBC ბანკთან მიმართებაში ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი მინიშნებით გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც 11 წლის წინანდელ ხანდაზმულ ტრანზაქციას ეხებოდა, ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციებმა მერყეობა დაიწყო. ვინაიდან პროკურატურამ საქმეს ფულის გათეთრების კვალიფიკაცია მისცა, რაც ფინანსურ, მგრძნობიარე სექტორში დასაქმებულებისთვის უმძიმეს ეპიზოდად ხასიათდება, ბანკის დამფუძნებლებმა სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს (2019 წლის 21 თებერვალს). მიმდინარე წლის 24 ივნისს ბანკის აქციონერებმა ისინი თანამდებობებზე აღადგინეს, თუმცა 24 ივლისს სატელევიზიო ეთერით ცნობილი გახდა დამფუძნებლებისთვის ფულის გათეთრების შესახებ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა, კერძოდ 9 ივლისს ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადება. ბრალის წარდგენის კონტექსტისა და გარემოებების გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოში აშშ–ის საელჩომ; ორიოდ დღის წინ საქართველოი საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, რომ "ამგვარი მოვლენები საქართველოს შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის“. მან მიანიშნა საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა: ხალხი უყურებს საქართველოს და თუ გიყურებენ, მაშინ მიმზიდველი უნდა იყო ყველა კუთხით, ინვესტიციები კი ქვეყნის მიმზიდველობის მთავარი ელემენტია". 

ამ ფონზე კი საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი მოვლენების პოზიტიურ ჭრილში შემოთავაზებას და სავარაუდოდ, საზოგადოებრივი განწყობის შექმნას შეეცადა.


„საინტერესო მონაცემები გადმომცეს: 

6 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერიოზული ბრალდების გამო ხაზარაძე-ჯაფარიძე აქციონერთა საბჭომ “თიბისი ბანკის” მმართველობას ჩამოაცილა, ლონდონის ბირჟაზე “თიბისი ბანკის” აქციები 33%-ით გაიზარდა; 

24 ივნისს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისინი “TBCBANK Group PLC”-ში განაგრძობდნენ საქმიანობას, “თიბისი ბანკის” აქციები კვლავ გაუფასურდა; 

25  ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ  “TBCBANK Group PLC”-ის დატოვების შემდეგ კი “თიბისის” აქციების ღირებულება ისევ 11%-ით გაიზარდა  და სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა“,– წერს სოციალურ ქსელში გია ვოლსკი.

მან შეგნებულად, თუ უნებურად არ მიუთითა, პროკურატურიდან გამოსული ყოველი ინფორმაცია ოპერატიულად რა ასახვას ჰპოვებდა საფონდო ბირჟაზე.  


სურათი კი სადღეისოდ ასეთია: უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში TBC–ს ქართველმა თუ უცხოელმა ინვესტორებმა ჯამში 1,2 მილიარდი ლარით იზარალეს, ხოლო საქართველოს ეკონომიკამ – 1,6 მილიარდი ლარით. კერძოდ, 2018 წლის 1 ნოემბერს ბანკის აქციის ფასი შეადგენდა 17.10 ფუნტ სტერლინგს, ცნობისათვის ამ პერიოდში ჯერ არ იყო გახმაურებული პროკურატურაში საქმის წარმოების შესახებ და დამფუძნებლები ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თანა-თავმჯდომარის თანამდებობებზე იმყოფებოდნენ. 2019 წლის 8 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ფულის გათეთრების მუხლით იძიებდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის ეპიზოდს. უკვე 9 იანვარს პროკურატურამ აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და დაადასტურა ერთ–ერთი მედიასაშუალების ინფორმაცია. ამავე დღეს, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ ბანკის აქციებმა 2018 წლის 1  ნოემბერის მონაცემებთან შედარებით 17%–ით იკლო, რაც დაახლოებით, 200 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. 

18 იანვარს პროკურატურაში მორიგი ბრიფინგი დაეთმო TBC–ს საქმე, რასაც აქციების 6% ვარდნა მოჰყვა და უკვე დღის ბოლოს დანაკარგმა 12.90 ფუნტ სტერლინგი შეადგინა. ამდენად, 2018 წლის 1 ნოემბერთან შედარებით აქციონერებმა 300 მილიონი აშშ დოლარი იზარალეს. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში თემა საჯარო განხილვის საგანი აღარ იყო. 20 ივნისის მდგომარეობით ერთი აქციის ფასი დაფიქსირდა 16.96 ფუნტად, რაც აქციონერების მიერ მეტ–ნაკლებად სტაბილურ ნიშნულად შეფასდა. ამ პერიოდის განმავლობაში ხაზარაძე და ჯაფარიძე წარმოდგენილნი არიან „თიბისი ბანკის“ ლონდონში არსებულ სამეთვალყურეო საბჭოში. 24 ივლისამდე ვანკის აქციები 15.2-15.8 ფუნტს შორის ივაჭრებოდა. 

24 ივლისს ცნობილი გახდა ბრალის წარდგენის შესახებ და აქციის ფასი 15.2 ნიშნულიდან დაეცა ბოლო სამი წლის მინიმუმზე  –12.14 ფუნტი. პროცენტულმა ვარდნამ შეადგინა 20%, რაც 200 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტურია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)