ტაილანდში საერთაშორისო ფორუმის პარალელურად 6 ბომბი აფეთქდა, მეშვიდე აფეთქებამდე აღმოაჩინეს

ტაილანდის სამ რაიონში ექვსი ბომბი აფეთქდა, მეშვიდე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი აფეთქებამდე აღმოაჩინეს,– იუწყება ქვყნის სამართალდამცავი უწყება. მათივე ცნობით, აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ოთხი ადამიანი. აფეთქებები თითქმის ერთდროულად –  ადგილობრივი დროით 9-დან 10 საათამდე პერიოდში განხორციელდა. 

ცნობისთვის: ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს მასპინძლობს. ბანგკოკში მსხვილი საერთაშორისო ფორუმი –  სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. მას სხვადასხმა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან და აშშ-დან მაღალი დონის სტუმრები ესწრებიან. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობს.

„მინდა, დავგმო ის ადამიანები, რომლებიც ანგრევენ მშვიდობას და ზიანს აყენებენ ქვეყნის იმიჯს“, - დაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრაიუტ ჩან-ო-ჩამ „ტვიტერში“.

პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არავის აუღია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის