დიმიტრი საძაგლიშვილმა “რუსთავი2” დატოვა

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” დატოვა და ამჟამად არხის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას ინტერესებს იცავს,– ამის შესახებ “რუსთავი2” იუწყება.

საძაგლიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. სწორედ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს ნიკა გვარამიას გამოკითხვის პროცესი. 

როგორც ადვოკატი განმარტავს, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ის სამაუწყებლო კომპანიას აღარ წარმოადგენს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp