"გაგვიჭირდება, მაგრამ ტურიზმის სექტორში მზარდ დინამიკას დავაბრუნებთ"

„ტურიზმი როგორც იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც ასეთად დარჩება,“  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტურიზმის სექტორზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც ბახტაძე აღნიშნავს, ტურიზმის სექტორში კვლავ მზარდი დინამიკა დაბრუნდება. 

„რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება ტურიზმის სექტორში, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი, ტურიზმის სექტორში. მაგალითისთვის, მინდა გითხრათ, რომ აჭარაში თითქმის 40%-იანი ზრდა გქვონდა ჩვენ ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საზოგადოებას თავადაც შეუძლია, გააკეთოს დასკვნები თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან...

გაგვიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთობლივი ღონისძიებებით, რომელიც ამ სექტორში მომუშავე კომპანიებთან ერთად დავგეგმეთ, ჩვენ ტურიზმის სექტორში მზარდ დინამიკას დავაბრუნებთ.“ - განაცხადა ბახტაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp