ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 15 მაისს მოხდა და ჯარისკაცი არასამსახურეობრივ ვითარებაში იმყოფებოდა. 

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი).

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

კიდევ ერთი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე იპოვეს გარდაცვლილი. ამ შემთხვევაზეც საქმე აღძრულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავსტრიაში თანამდებობა „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა დატოვა