"ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და თუ პანიკას არ შევქმნით, გამყარების ტენდენცია გვექნება"

ჩვენი ეკონომიკა მართლაც ჯანსაღია და თუ პანიკას არ შევქმნით, ლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცია გვექნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტაბილური პოლიტიკური გარემო პირდაპირ კავშირშია სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსთან.

„სტაბილური გარემო ეს არის სტაბილური ეკონომიკური გარემო, მაგრამ სტაბილური ეკონომიკური გარემო მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ-პოლიტიკურ გარემოსთან. პოლიტიკურმა მოვლენებმა და ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლო მოწოდებებმა და გადაწყვეტილებებმა შექმნა ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნება, რამაც რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ეკონომიკურ პროცესებზე, მოსახლეობის განწყობებზე. ჩვენ დიდწილად ზუსტად ამაში ვხედავთ მიზეზს რყევების, რომელიც სავალუტო კურსს ჰქონდა. დავინახეთ, რომ გამყარების და სტაბილურობის ტენდენციაა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებებით. მოლოდინია, რომ ლარი კიდევ გამყარდება. ჩვენი ეკონომიკა მართლაც ჯანსაღია და თუ არ შევქმნით პანიკას გამყარების ტენდენცია ლართან მიმართებაში გვექნება“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: ლარის დრამატული გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა და ლარმა გამყარების ტენდენცია დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8870 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2037 ლარია. 

2 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9296 ლარი ღირს, ევრო – 3.2328.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"