"გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება, ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ აქვს შინაგანი რწმენა და გაზის ტარიფი არ გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. 

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას შეუძლია მთავრობას ენდოს.

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: ლარის დრამატული გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა და ლარმა გამყარების ტენდენცია დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8870 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2037 ლარია. 

2 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9296 ლარი ღირს, ევრო – 3.2328.

იხილეთ ასევე:გაუძვირდება თუ არა მოქალაქეებს გაზის საფასური – კომპანიების მოლოდინი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"