მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში თაღლითების გააქტიურების შესახებ გააფრთხილა

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი რუსეთის ე.წ. საელჩო რუს ტურისტებს თაღლითების გააქტიურების შესახებ აფრთხილებს.

„ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად აფხაზეთის რესპუბლიკაში აქტიურდებიან თაღლითები, რომლებიც რეალური აფხაზური სასტუმროების „სარკისებრ“ საიტებს ქმნიან და დაჯავშნის გადასახადს წინასწარ ითხოვენ. უკვე ამოქმედებულია თაღლითური საიტი, რომელსაც „ნარტის“ რეალურ პანსიონატთან არანაირი კავშირი არ აქვს. მსგავსი თაღლითები აფხაზურ ტურისტულ ბიზნესს დარტყმას აყენებენ. კლიენტების მოტყუების ყველაზე გავრცელებული სქემა, ამა თუ იმ სასტუმროსა თუ პანსიონატის არარეალური, შელამაზებული ფოტოების განთავსებაა. შედეგად ზარალი ადგებათ როგორც ადგილზე ჩასულ ტურისტებს, ისე თავად ამ სასტუმროებსა და პანსიონატებს. მსგავსი საიტები რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებენ, ხოლო ტურისტების „საკმარისი“ რაოდენობის გაცურების შედეგ ქრებიან“, – ნათქვამია ე.წ. საელჩოს მიერ მის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp