კიევში 119 არალეგალი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც

კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

როგორც ცნობილია, 50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)