აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

აშშ რუსეთს სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონი რუსეთისთვის ნებისმიერი სახის კრედიტის ან სესხის გაცემის წინააღმდეგია. ამასთან, აშშ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან რუსეთისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ გაფართოებული სანქციების ფარგლებში ამერიკული ბანკებისთვის შესაბამისი აკრძალვა ამოქმედდება. ამასთან ერთად, შეზღუდვა შეეხება ლიცენზირებული საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტს. ამის მიზანი კი, ბიოლოგიური იარაღის გავრცელებისგან თავის არიდებაა.

2018 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ბრიტანული გამოძიების ინფორმაციით, მათ მოწამვლაში რუსული დაზვერვის ორი აგენტია გარეული, რომლებიც სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დღეს ქალაქ სოლსბერიში იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp