3 – 4 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,– იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო. კერძოდ, 3 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექია ნავარაუდევი, 4 აგვისტოდან კი ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას ასეთია:

3 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი, გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდაში, გუდაურის მიდამოებსა და ახალქალაქში, ასევე – წალკასა და ბაკურიანში.

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp