ტრამპი რუსეთთან და ჩინეთთან ახალი შეთანხმების გაფორმების მოლოდინშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაცის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, რუსეთთან და ჩინეთთან ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს,– იუწყება BBC.

„შეთანხმებას თუ მივაღწევთ, რომლის ჩარჩოებშიც ბირთვულ იარაღს შევამცირებთ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მსოფლიოსთვის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, ვაშინგტონს უკვე ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკებები მოსკოვთანაც, პეკინთანაც და მათ აქტიური ინტერესი გამოხატეს ამ თემის მიმართ.

2 აგვისტოს აშშ და რუსეთი რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან „საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ოფიციალურად გამოვიდნენ. ის ითვალისწინებდა 500-დან 5500 კოლომეტრამდე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას, რომელთა უმრავლესობაც მხარეებს ევროპაში ჰქონდათ განლაგებული. აშშ რუსეთს უკვე წელიწადზე მეტია ამ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. 2 აგვისტომდე აშშ-მ და ნატომ რუსეთს დაუთქვეს ვადა ახალი პრობლემური რაკეტების გასანადგურებლად, თუმცა ამ დროისთვის ოროვე მხარემ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp