უკრაინის პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

უკრაინის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ინტერპოლის ხაზით 8 წლის განმავლობაში იძებნებოდა. 35 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ოდესაში აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს. დაკავებულის ვინაობას არ სახელდება. 

მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოს მოქალაქე თბილისში 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. მას ბრალად  განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა-ტარებაში ედებოდა. სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გასამართლებული პირი ინტერპოლის ხაზით 2011 წლიდან იძებნებოდა. უკრაინის პოლიციამ მის კვალს ოდესაში მიაკვლია, სადაც ის ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. ოდესის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 40 დღით წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp