5 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რიგ ქუჩებს წყლის მიწოდება შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ [5 აგვისტოს] ვაკე-საბურთალოს რიგ ქუჩებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. 

"კომპანია ხვალ, 5 აგვისტოს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მესამე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:  ჭავჭავაძის გამზირის N1-დან 11-ის ჩთ, N2-დან 32-ის ჩთ; რაზმაძის ქN1-დან 21-ის ჩთ, N2-დან 20-ის ჩთ; ბარნოვის ქN75-დან 83-ის ჩთ, N80-დან 94-ის ჩთ; აბაშიძის ქN1-დან 19-ის ჩთ, N4-დან 20-ის ჩთ; ფალიაშვილის N1-დან 33-ის, N2-დან 36-ის ჩთ; კეკელიძის ქ N1,3,5,7 და N17-დან 25-ის ჩთ, N2,4,6,8,16; მელიქიშვილის ქ N49-დან 57-ის ჩთ; თაყაიშვილის, ნაფარეულის, რ.ერისთავის, ბაზალეთის, შროშის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ბურკიაშვილის, შატბერაშვილის, მარაბდის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ტ.ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის ქუჩებს შესახვევებთ და ჩიხებით; არაყიშვილის შესახვევს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp