ოჰაიოში სროლისას თავდამსხმელის დაც დაიღუპა

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში მომხდარი თავდასხმისას მსროლელის დაც დაიღუპა. ამერიკული მედია იუწყება, რომ 22 წლის მეგან ბეტსი მის მეგობარ ბიჭთან ერთად მოკლული იპოვეს. 

სროლას ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში დაზუსტებული მონაცემებით 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 27 ადამიანი. კაცი, რომელმაც ორეგონის რაიონში მდებარე ბართან ისროდა პოლიციამ მოკლა. დეიტონის მერის ინფორმაციით, მკვლელს დამცავი ჟილეტი ეცვა და პისტოლეტიდან ისროდა, თუმცა სხვა იარაღიც ჰქონდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp