მედია: მეათე სართულიდან 6 წლის ბიჭი გადმოაგდეს

ლონდონში, ხელოვნების გალერეის მეათე სართულიდან 6 წლის ბიჭი გადააგდეს.  ბიჭი მეხუთე სართულის სახურავზე იპოვეს და საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ვერტმფრენის საშუალებით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 


6 წლის ბიჭი ხელოვნების გალერეაში ძმასთან ერთად დედამ წაიყვანა. ადმინისტრაციამ დედის ყვირილი გაიგო, მანამდე კი თვითმხილველებმა მეათე სართულზე დაინახეს, როგორ ჩხუბობდა რამდენიმე ბიჭი. 


მკვლელობის მცდელობისთვის კი 17 წლის მოზარდი დააკავეს. 

ინციდენტის შემდეგ გალერეა დახურეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp