ყვარელში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანების შეეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი მგზავრი, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაშავდა. ორივე მათგანი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს. ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, კაცს სხეულის სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp