ქაიროში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქში აფეთქებას 17 ადამიანიემსხვერპლა.„როიტერის“ ინფორმაციით, ავტომობილი ქაიროს ცენტრალურ რაიონში, ეგვიპტის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის სიახლოვეს აფეთქდა. გავრცელებული ცნობთ, ავტომობილი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამ მანქანას შეეჯახა და აფეთქდა.

ინციდენტის შედეგად 32-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ფაქტს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს, თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რომ აფეთქება ტერორისტული თავდასხმა იყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პატიმრობიდან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი გათავისუფლდა