პარტიების დაფინანსების სისტემა იცვლება

პარტიების დაფინანსების სისტემა იცვლება. ცვლილება “საქართველოს საარჩევნო“ კოდექსში შედის. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად. შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ მცირე პარტიები.

შემდეგი ცვლილების მიხედვით, პარლამენტში შესული პარტიას, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ, პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსახვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30 პროცენტიან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების თანახმად, უფასო საერთო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა კი, თანაბრად იქნება შესაძლებელი.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელშიც შვიდი წევრს პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

„პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 20 დღისა და თითოეული ოლქი იქნება ვალდებული იქნება, რომ სულ მცირე, ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს პირებისთვის, ვისაც აქვს განსაკუთრებული საჭიროებები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე მისი თქმით, დარეგულირდება ბიულეტინის ნამდვილობის დარეგულირების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად ცნობილი, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევო სუბიექტი.

„ჩვენი მხრიდან, როგორც ხედავთ, არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა. როგორც ხედავთ, ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები არის გათვალისწინებული ჩვენს შეთავაზებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც.

„სწორედ ამ მიზნით, დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მან შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის გათვალისწინებული. ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"