რუსეთმა აშშ და გერმანია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ–სა და გერმანიას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვაშინგტონსა და ბერლინს მოსკოვის მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მართვაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ აშშ–ისა და გერმანიის საელჩოებს საპროტესტო ნოტები დაეგზავნებათ. 

„ამერიკის საელჩო ჩაბმული აღმოჩნდა 3 აგვისტოს საპროტესტო აქციებში. თავის მხრივ, გერმანულმა გამოცემამ „დოიჩე ველემ“ თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა მოწოდება მოსკოვის ქუჩებში გასვლისაკენ. საგულისხმოა, რომ ამ გერმანულ გამოცემას ქვეყნის მთავრობა აფინანსებს. ორივე ამ ქმედებასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და ბერლინს საპროტესტო ნოტები დაეგზავნებათ“

ცნობისთვის: 3 აგვისტოს მოსკოვში რამდენიმე ლოკაციაზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. სხვადსხვა მონაცემებით, დაკავებულია მიტინგების 1000–დან 2000–მდე მონაწილე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა