რუსეთის ოპოზიცია 10 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით ახალ მიტინგებს აანონსებს

რუსეთის ოპოზიცია 10 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით ახალ მიტინგებს აანონსებს. როგორც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა , მომავალ შაბათს საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქის გარდა რეგიონებში ჩატარდება. 

აქციების ფორმატი ვოლკოვს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი მშვიდობიანი იქნება. ამასთან, აქციების მერიებთან შეთანხმებას ოპოზიცია არ აპირებს, როგორც ამასთან დაკავშირებით ვოლკოვი განმარტავს, „ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა“. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე მოსკოვის მერიამ ოპოზიციას 10 და 11 აგვისტოს სახაროვის პროსპექტზე 100 000–იანი მშვიდობიანი აქციის ჩატარება დართო. განაცხადი მერიაში ოპოზიციონერმა მუნიციპალურმა დეპუტატებმა წარადგინეს.

27 ივლისს და 3 აგვისტოს ხელისუფლება, უხეში ძალის გამოყენებით დაშალა მოსკოვში აქციები, რომლებიც ქალაქის მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. უფლებადამცველების ინფორმაციით, 27 ივლისის აქციის დაშლისას 1300–ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, 3 აგვისტოს – 1000–ზე მეტი.

ცნობისთვის: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაზე უარი განუცხადა საქალაქო სათათბიროს წევრობის თითქმის ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს, მათ შორის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს. თავად ნავალნი, დაურეგისტრირებელ კანდიდატთა უმრავლესობის მსგავსად, ამჟამად ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა