„ლევადა–ცენტრი“: რუსეთის მოქალაქეები პუტინის ხელისუფლებას ბრეჟნევის რეჟიმისაზე უარესად აფასებენ

რუსეთის მოქალაქეები 1970–ანი წლების ბოლოს – 1980–იანების დასაწყისის საბჭოთა ხელისუფლებას გაცილებით უკეთესად აფასებენ, ვიდრე ვლადიმირ პუტინის მოქმედ რეჟიმს, – ასეთის „ლევადა–ცენტრის“ მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგები. 

რესპონდენტებს სთავაზობდნენ ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელი და ამჟამინდელი ხელისუფლებების დახასიათებებიდან ერთი ან რამდენიმე აერჩიათ. რესპონდენტების უმრავლესობამ ბრეჟნევის მმართველობის ბოლო – სტაგნაციის პერიოდის ხელისუფლებას დადებითი შეფასებები მისცა: 29%–მა განაცხადა, რომ ის ხელისუფლება „ახლოს იყო ხალხთან“, 25%–მა იგი ძლიერად და სტაბილურად შეაფასა, 22%–მა სამართლიანად. რაც შეეხება ამJამინდელ ხელისუფლებას, რესპონდენტების უმრავლესობამ – 31%–მა მისთვის დახასიათება „კორუმპირებული“ შეარჩია , 26%–მა  – „ბიუროკრატიული“, 23%–მა – „ხალხისგან მოწყვეტილი“.

როგორც „ლევადა–ცენტრის“ დირექტორი ლევ გუტკოვი აღნიშნავს, ფუნქციონალურად, საბჭოთა ხელისუფლების იდეალიზაცია მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და უკმაყოფილების გამოხატვის პირობაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp