მოზარდების მკვლელობის საქმე: კალანდიები გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია და სასამართლო სხდომების გახსნას ითხოვს. 

ჩვენ გადავწყვიტეთ, პროცესები გავხსნათ, დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესები ღია იყოს და საზოგადოებამ თვითონ ნახოს, ვინ არის დამნაშავე. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს თითოეული მოწმის ჩვენება და ნახოს რა მტკიცებულებები აქვს ბრალდებას, დახურულ კარს მიღმა არაფერი იქნება და ყველას შეეძლება თვითონ დარწმუნდეს, ვინაა დამნაშავე და ვინ - უდანაშაულო", - განაცხადა კალანდიას ძმამ. 

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში მიხეილ კალანდიას ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის.

„მოცულობითი საქმიდან შეიძლება, მხოლოდ 3-4 ფურცელი იყოს რელევანტული მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში. საქმეში კალანდიას საწინააღმდეგოდ არც წერილობითი მტკიცებულებებია, ნივთიერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, მოწმეთა ჩვენებები ირიბის ირიბია.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის და მივუთითებთ მოცულობით საქმეში არსებულ იმ ძირითად მტკიცებულებათა ჩამონათვალზე, რომელიც უალტერნატივოდ დააყენებს სასამართლოსთვის გამამართლებელ განაჩენს. ბრალდების მხარემ წინა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა შესავალი სიტყვა, რომელიც ზედაპირული იყო და დასაბუთებული არ იყო",– განაცხადა ადვოკატმა ანი კოტეტიშვილმა. 

ცნობისთვის: მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველ მინისტრებს რუსეთის პროკურატურისადმი ნდობის თვალსაზრისით განსხვავებული პოზიცია აქვთ