„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ აფიქსირებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისაღებია და მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები ცვლილებების მეტად დახვეწისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, არსებობს საკითხები, რომელიც დახვეწას ან შეცვლას საჭიროებს.


„ევროპულ საქართველოს“ აქვს წინადადებები, რომლებიც ეხმიანება ეუთო-ს დასკვნას, საარჩევნო უბნების ირგვლივ შეკრების შეზღუდვას, რათა მოქალაქეებს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან შევიწროების საშუალება არ მიეცეთ. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ამომრჩეველი. კენჭისყრის დღეს კაბინაში მობილური ტელეფონით გადაღებაც უნდა იყოს შეზღუდული. ასევე, სოციალური დახმარების მოხსნის საკითხი არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და შემდგომ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მმართველ პარტიას ეს ბერკეტი არ ჰქონდეს, როდესაც ადამიანების სიღარიბეს იყენებენ მათი ნების შესაზღუდად. საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)