"პოლიტიკოსთა დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე პასუხიმსგებლობა მედიას არ უნდა ეკირსებოდეს"

ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელ ნატა ძველიშვილის შეფასებით, თუკი საარჩევნო კანონმდებლობაში კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები შესწორებების გარეშე განხორციელდება, 2020 წლისთვის მივიღებთ სურათს, როდესაც მაუწყებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა იმ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაზე, რაც პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ახასიათებთ ხოლმე.

მისი თქმით, საქართველოში არსებულ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე პასუხისმგებლობა მედიას არ უნდა ეკისრებოდეს.

„ის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები დისკრედიტაციაზე იყო აგებული, ამაზე ყველანი ვთანხმდებით და რომ ეს არ იყო მისაღები ფორმა და ვისურვებდით, რომ უკეთესი საარჩევნო კამპანია ყოფილიყო. მაგრამ ეს პირველ რიგში სწორედ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული და არა მედიაზე“,- ამბობს ნატა ძველიშვილი. მისი განმარტებით, კანონპროექტს შემოაქვს ტერმინი „სიძულვილის ენა“, თუმცა არსად არ არის განმარტებული, კონკრეტულად რას მოიაზრებს იგი: "კანონპროექტში ცალ-ცალკე წერია სიძულვილის ენა და ქსენოფობია მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ქსენოფობია არის იგივე სიძულვილის ენა"- ნატა ძველიშვილი აღნიშნავს, რომ არსებული გამოცდილების პირობებში საკანონმდებლო ბუნდოვანება განსაკუთრებით სახიფათა. მისივე შეფასებით, კანონპროექტით დაწესებული შეზღუდვები ანტირეკლამაზე წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან:. „საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს?, -განაცხადა ძველიშვილმა რეგულაციაზე, რომლიც გულისხმობს, რომ ანტირეკლამის ნაწილი სარეკლამო რგოლის მეოთხედს, 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 5 აგვისტოს წარმოადგინა კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ განსახილველად სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო პარტნიორებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp