თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა საქარიის რეგიონში, დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. არსებული ინფორმაციით, ვარდიაშვილი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა, რა დროსაც ხე დაეცა. 

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს