„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს იპოთეკური სესხის გამარტივებულ პირობებს სთავაზობს

მომხმარებლებს, რომლებიც ბინის შეძენას გეგმავენ, „თიბისი ბანკი“ იპოთეკური სესხის ახალ, გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. განახლებულიპირობებით სარგებლობა იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც დეველოპერული კომპანიისგან სახლის შეძენა ან გარემონტება სურთ, ან ვისაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვთ. 

„თიბისი ბანკის" განმარტებით, იპოთეკური სესხის აღებისას, გამარტივდა მომხმარებლის შემოსავლის დადასტურების პროცესი. შესაბამისად, სესხის განხილვისა და დამტკიცების ეტაპები სწრაფი და მსესხებელზე მორგებული გახდა.

„ბინის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებლისგან საკმარისია სახლის ღირებულების 20%-იანი თანამონაწილეობა. ასეთი მომხმარებლების შემოსავლის შესწავლა გამარტივებული მიდგომით მოხდება. სესხი ლარის ვალუტაში, 180 თვის ვადით გაიცემა.

გამარტივებულ იპოთეკურ სესხზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)