რკინიგზელები გაიფიცნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. საუბარია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ დასაქმებულ 60 ადამიანზე. დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე, შვებულებისა და ანაზღაურების კუთხით არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ. ამასთან, როგორც გაფიცული რკინიგზელები აცხადებენ, ისინი კომპანიას არ მისცემენ უფლებას, სამუშაო ადგილებზე ჩინეთიდან ჩამოსული მუშახელით ჩაანაცვლონ.

„თითქმის ყველა ის საკითხია პრობლემატური, რაც შრომის კოდექსით გარანტირებულად უნდა ეძლეოდეთ ამ ადამიანებს. როგორც ჩანს, დამსაქმებელი არაცივილიზებული ფორმით ამუშავებს ამ ადამიანებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. ვცდილობთ, რომ დამსაქმებელთან მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულები არ გააგრძელებენ მათთვის მიუღებელ პირობებში მუშაობას,“ - განაცხადა რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp