გერმანია რუსეთს საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერის ოფისი რუსეთს მოუწოდებს, მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 

„გერმანია უკიდურესად შეშფოთებულია რუსი სამართალდამცველების ქმედებების გამო. მოვუწოდებთ მოსკოვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული მომიტინგეები“, – აცხადებენ გერმანიის კანცლერის ოფისში. 

ცნობისთვის: 27 ივლისს და 3 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ უხეში ძალის გამოყენებით დაშალა მოსკოვში აქციები, რომლებიც ქალაქის მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. უფლებადამცველების ინფორმაციით, 27 ივლისის აქციის დაშლისას 1300–ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, 3 აგვისტოს – 1000–ზე მეტი.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაზე უარი განუცხადა საქალაქო სათათბიროს წევრობის თითქმის ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს, მათ შორის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს. თავად ნავალნი, დაურეგისტრირებელ კანდიდატთა უმრავლესობის მსგავსად, ამჟამად ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp