"უკრაინამ აშშ-ს დამატებითი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა შეუკვეთა"

უკრაინამ აშშ-ს მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „ჯაველინი“ შეუკვეთა,- ამის შესახებ უკრაინაში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. 

როგორც უილიამ ტეილორი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, უკრაინას სურს, შეიძინოს „ჯაველინები“ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსუცხოეთში გაყიდვის პროგრამის ფარგლებში თავდაცვის მიზნისთვის. 

ტეილორის კომენტარი პირველი დასტურია იმისა, რომ უკრაინას სურს დამატებითი „ჯაველინები“ შეიძინოს და გაზარდოს თავისი არსენალი, რომელიც უკვე მოიცავს„ჯაველინის“ტიპის 210 რაკეტას და 37 გამშვებს, რომლებიც აშშ-მა 2018 წელს მიაწოდა კიევს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უარი თქვა კომენტარზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp