მოსკოვი ვაშინგტონს აზიაში რაკეტების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთი შეერთებულ შტატებს აზიაში რაკეტების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება.

„თუ აშშ აზიაში ახალი რაკეტების განლაგებას დაიწყებს, ამ ნაბიჯების დაბალანსების მიზნით მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩვენი ვარაუდით, ამერიკული MK-41 ტიპის რაკეტები იაპონიაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება“,  – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 3 აგვისტოს აშშ–ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აზიაში შუალედური დამიზნების რაკეტების განთავსებას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp