მედია: გერმანიის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს ქვეყნის მასშტაბით ეძებენ

გერმანიაში მდებარე მემინგენის ციხიდან  ბინის ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი პატიმარი გაიქცა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 37 წლის ქართველი და 36 წლის თურქი პატიმარი ციხის ეზოში სასეირნოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოაჯირზე გადაძრომა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, პატიმრებმა ახლომდებარე რკინიგზის სადგურიდამდე ფეხით მიაღწიეს და ტერიტორია მატარებლით დატოვეს.

პოლიცია გაქცეულ პატიმრებს ქვეყნის მასშტაბით  ეძებს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც. სამართალდამცველები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ პატიმრები შესაძლოა, შეიარაღებულები იყვნენ.

გერმანელმა ძალოვანებმა ქართველი და თურქი პატიმრების ფოტოებიც გამოაქვეყნეს. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp