თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს – „აშშ და რუსეთი უკვე გავაფრთხილეთ“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით, სადაც ამჟამად ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაციას იწყებს.

„ჩვენ უკვე შევედით აფრინში, ჯარაბლუსში, ალ–ბაბში. ახლა ჩვენ შევდივართ მდინარე ევფრატის დასავლეთ მხარეს. ჩვენი გეგმების შესახებ აშშ და რუსეთი უკვე გავაფრთხილეთ“, – განაცხადა ერდოღანმა, თუმცა სამხედრო ოპერაციის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია. 

ცნობისთვის: ვაშინგტონმა და ანკარამ ჯერ–ჯერობით ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით თურქეთ–სირიის საზღვრის გასწვრივ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვისურვებდით, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს"