რუსეთში, სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, აჩინსკის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ყუმბარის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ამჟამადაც ისმის , –იუწყება რუსული მედია. 

მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, ორი პირი. ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან. ამჟამად 20 კმ–იანი მიმდინარე ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, ადგილზე სახანძრო ბრიგადების გაიგზავნა.

ქალაქ აჩინსკის ხელისუფლებამ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ  მოუწოდა და ურჩია, თავი შეიკავონ ნომერ 74008 სამხედრო ნაწილის მიმართულებით გადაადგილებისგან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლი საარტილერიო საბრძოლო მასალის ტვია–წამლის საწყობში გაჩნდა. საწყობის პირადი შემადგენლობა ასევე ევაკუირებულია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp