თემურ ნადარაია: “თბილისის მხრიდან დღეს საფრთხეები არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში”

გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია “თბილისის მხრიდან საფრთხეებზე” საუბრობს და აცხადებს, რომ “დღეს საფრთხე არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში”.

«მართალია, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება დაუფარავი უხეში ძალისგან დისტანცირდება, თუმცა აქტიურ ბრძოლას აწარმოებს საინფორმაციო ველზე – ტვინებისთვის, იგივე აბიტურიენტებისთვის. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მოქნილია... თუმცა რეალური საფრთხეები, რომლებიც საქართველოს მხრიდან მოდის, არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში», - განაცხადა ნადარაიამ.

მისივე თქმით, ივნისის ბოლოს აფხაზურმა ხელისუფლებამ დე ფაქტო საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები დააწესა «პროვოკაციული ხაისათის იმ მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობასაც ეხებოდა» და ეს შეზღუდვები ნაწილობრივ დღემდე ძალაშია.

«პირველი ორი დღის განმავლობაში საზღვარზე გადაადგილება სრულად იყო შეწყვეტილი. შემდეგ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შეზღუდვა მოუხსნეს და იგი გავრცელდა მხოლოდ  18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებზე, რათა ისინი ნაკლებად მონაწილეობდნენ ანტიაფხაზურ, ანტირუსულ მიტინგებსა და აქციებში საქართველოში», - დასძინა ნადარაიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"