ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა საკანში თავი ჩამოიხრჩო

კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა დავიდ კოსტეცკიმ ვარშავის ციხეში თავი ჩამოიხჩო. სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. 38 წლის მოკრივეს კიდევ ორი წელი რჩებოდა პატიმრობის ვადის ამოწურვამდე.

კოსტეცკი 2011 წელს პირველად გაასამართლეს სუტენიორობის გამო. ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ მოხვდა ციხეში გატაცებული მანქანების მაქინაციებში მონაწილეობის მიზეზით. ამ ოპერაციისას პოლონეთის ხაზინას 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს