რატომ გაუშვეს “რუსთავი 2“ - დან ადვოკატი - სალია განმარტებას აკეთებს

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან იურისტ თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. 

როგორც სალია ირწმუნება, მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია.

„თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. თამთამ წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ თითქოს, ის ჩემთან იყო შეთანხმებული.

არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია, შესაბამისად, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp